Saturday, June 21, 2014

დღეს  ტრენინგის  მეცხრე  დღეა.  როგორც  იქნა  დამთავრდა ჩვენი წვალება.( ეს  ხუმრობით).ძალიან  ბევრი  რამე  ვისწავლეთ. ყოველდღიურად  ჩვენი  ცოდნა ინტელის  სასწავლო  პროგრამის  ძირითადი  კურსის  შესახებ , ღრმავდებოდა, პორტფოლიოს  ყვე-
ლა  კომპონენტი საფუძვლიანად  განვიხილეთ  და შევისწავლეთ. უკვე  შემიძლია ბლოგზე  ატვირთვა,  სხვისი  კომენტარების წაკითხვა და სხვა...
      ყოველივე  ამას  ტრენერის,  დიმიტრი  პოპოვის  დაუღალავი  ენერგიის  წყალობით
მივაღწიე. დიდი მადლობა მას.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტის პრეზენტაცია


Thursday, June 19, 2014

ტრენინგის  მეშვიდე  დღე ძალიან  საინტერესო იყო.შევისწავლეთ  მოსწავლის პროექტის    შეფასება,   მოსწავლეთა   ჩართვა   შეფასების პროცესში.  განვიხილეთ  შეფასების  სტრატეგიები.  ვისწავლეთ  ანიმაციების  გაკეთება  და  ანიმაციური  კადრების  დაყენება.  დიდი  მადლობა  ამისათვის  პატივცემულ  დიმიტრის.  

Sunday, June 15, 2014

ტრენინგის  მეექვსე  დღე  საკმაოდ  ნაყოფიერი  იყო.  ვისწავლე  ჩეკლისტის  შექმნა,მოსწავლეთა ჯგუფის  შექმნა  (პრეზენტაცია,  პუბლიკაცია,  ონლაინ  რესურსები),ძალიან  კმაყოფილი  ვარ, რომ  ტრენერმა  გვასწავლა  პრეზენტაციის  ფურცლების  დიზაინის სხვადასხვა  ხერხები.ბატონი  დიმიტრი  ძალიან  გულისხმიერი  ადამიანია.ყველა  კითხვაზე  ამომწურავ  პასუხებს  გვცემს.

Sunday, June 8, 2014

პროექტის  მეოთხე  დღეც ნაყოფიერი  იყო  ჩემთვის.  განვიხილეთ  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდები.  ვისწავლე  შეფასების სქემის შევსება  და  შევავსე  კიდეც.  გავიგე  რამოდენიმე  ახალი   თანამედროვე  სიტყვის  მნიშვნელობა.  მადლობა  ტრენერს დიმიტრის.